ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

TeamBuilding.ge წარმოადგენს თიმბილდინგის აქტივობების მიმწოდებელს საქართველოში. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი მწვთნელების, მსახიობების, ანიმატორების, მომღერლების, მოცეკვავეების, გიდებისა და თამაშების ექსპერტებისგან, რომელთაც სპეციალიზაცია და დიდი გამოცდილება აქვთ თავიანთ სფეროებში. ჩვენი ყოველი თიმბილდინგ-აქტივობის შემუშავება ხდება მოწინავე საერთაშორისო და ჩვენს მიერ შემუშავებული ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩვენს საკუთარ თამაშების ლაბორატორიაში. ქვესტების ამოცანები ყოველთვის მუშავდება კლიენტის ინფორმაციის, სიმბოლიკისა და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენი აქტივობები ყოველთვის სახალისოა და სავსეა მოულოდნელობებით. გარდა ამისა ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს, საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს ქართული კულტურა და ტრადიციები, რომელსაც ქართველები ერთმანეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისთვის საუკუნეების განმავლობაში იყენებენ.  

ჩვენი ღირებულებები

TeamBuilding.ge საქმიანობა მტკიცედ ეფუძნება ზოგადსაკაცობრიო სოციალურ და გარემოსდაცვით ღირებულებებს, შესაბამისად ნერგავს და პოპულარიზაციას უწვევს ადგილობრივი საზოგადოებისა და გარემოსადმი მეგობრულ საქმიანობას. ჩვენი გუნდს პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ყოველთვის ხდება გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით. გუნდი ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივების დასაქმებას, განსაკუთრებით ზრუნავს და აქცევს ყურადღებას ახალგაზრდობის ჩართულობას, მომავალი თაობის გამოცდილების. გუნდი უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებული მომსახურებისა და პროდუქციის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივთა დასაქმებას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

ჩვენი პარტნიორები