სამეფო შატოს შეჯიბრი ქუინ თამადას ახალი, გუნდური თამაშია. შეჯიბრი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ღვინის დეგუსტაცია, კერძების მომზადება და ფიზიკური აქტივობები. ორიენტაცია, მოსაზრებულობა და გუნდური მოქმედება ამ თამაშში წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. თამაშში კიდევ ორი სხვა და სხვა სახის დავალებაა, რომლებიც შედგება სხვადასხვაგვარი თავსატეხის ამოცნობასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა ეს არის გამოწვევა ყველა ჯგუფისთვის, რომელიც შატოს შეჯიბრში იღებს მონაწილეობას. დავალებები არ არის ადვილი, თუმცა სახალისოა. შეჯიბრში წარმატება კი ნამდვილად აქცევს მონაწილეებს სამეფო შატოს საპატიო რაინდებად.