ფოტო-არტი წარმოადგენს თამაშს თიმბილდინგურ სტილში - ცნობილ ქართველ ფოტოგრაფთან - იური მეჩითოვთან ერთად. თამაში იწყება მონაწილეთა ინსტრუქტაჟით, სადაც მაესტრო მათ უხსნის ფოტოხელოვნების ტექნიკის საფუძვლებს და აძლევს დავალებებს. ამოცანა მარტივია - გუნდები დავალების შესასრულებლად მოინახულებენ ადგილებს და იღებენ ფოტოებს ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც თამაშის ბოლოს ფოტოხელოვნების ოსტატს წარუდგენენ.
თეგები: ფოტო მასტერკლასი, ფოტო თიმბილდინგი, ფოტო ქვესტი, ქვესტი, თამაში