ქვესტი "დაკარგული თამადა" იმართება ძველი თბილისის უძველეს ქუჩებსა და ადგილებში. ეს განსაკუთრებული ქვესტი მონაწილეებს აცნობს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ახალი, საინტერესო ფორმით: ის გუნდებს იწვევს, ქალაქის უძველეს ადგილებში ეძებონ და აღმოაჩინონ დამალული საგნები და ინფორმაცია. მონაწილეებმა მინიშნებების მიღება უნდა მოახერხონ მსახიობებისგან, რათა შეძლონ მიცემული დავალებების შესრულება. საბოლოო დამაგვირგვინებელი ამოცანაა თამადის პოვნა და მის წინაშე საავტორო სადღეგრძელოთი წარდგომა.
თეგები: თიმბილდინგი, ქვესტი, ძველი თბილისი, თამადა, სადღეგრძელო